სამაშველო ოპერაცია ქარელში
სამაშველო ოპერაცია ქარელში. 112-ში შესული ინფორმაციის საფუძველზე, სოფელ ნათლისმცემიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მოქალაქე გადმოიყვანეს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. გადაუდებელი დახმარების ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ პაციენტს დახმარება ესაჭიროებოდა. რთული რელიეფის გამო, მისი ავტომობილით დროულად ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, საქმეში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. მეხანძრე-მაშველებმა პაციენტი თბილისში უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა კი კლინიკაში გადაიყვანეს.