სამაშველო ოპერაცია მესტიაში

მესტიაში, სამაშველო ოპერაციის დროს ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. შეტყობინება 112-ში გულის უღელტეხილიდან შევიდა. ტურისტის ინფორმაციით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც მონაწილეობდა. გარდაცვლილის ცხედარი ხევიდან უკვე ამოსვენებულია.