სამაშველო ოპერაცია ბათუმში - მოვლენათა ქრონოლოგია

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო გუშინ, შუადღეს ჩამოიშალა. სამაშველო ოპერაცია ადგილზე მალევე დაიწყო. ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად, პროცესში ჩაერთო დამატებითი ცოცხალი ძალა. სამასამდე მეხანძრე მაშველი ეტაპობრივად ცდილობს ნანგრევების გაწმენდას და დაშავებულების ძებნას.

მომხდარის გამო, 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. პოლიციამ სამი პირი დააკავა – კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ორი მუშა. წინასწარი ინფორმაციით, სახლის ჩამოშლასთან, შესაძლოა, კავშირში იყო სადარბაზოს პირველ სართულზე მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.