სამაშველო ოპერაცია
მეხანძრე მაშველებმა დუშეთში დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. აღნიშნული პირი სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავდა. 112-ში ინფორმაციის შესვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.