სამაშველო ოპერაცია
მეხანძრე-მაშველებმა ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც იყო ჩართული. მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოქალაქე კახეთში, სოფელ ართანადან ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა კიდევ ექვს პიროვნებასთან ერთად, ქვათაცვენის შედეგად, დაზიანება მიიღო და დასჭირდა სასწრაფო დახმარება.