სამარყანდში ქართული კუთხე გაიხსნა

საქართველო ღვინის სამშობლო – ამ სახელწოდების ქართული კუთხე გაიხსნა სამარყანდში, იუნესკო-ს გენერალური ასამბლეის 43-ე სესიის ფარგლებში. მთავარი მასპინძელი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, პირველი სტუმარი კი – იუნესკო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დირექტორი. ისაუბრეს ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. კულტურული ღონისძიების გარდა, ქართველმა დიპლომატმა შეხვედრები აზერბაიჯანისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთანაც გამართა.

თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე