სამართლის საერთაშორისო სამიტის

18:36, 09.10.2026

თურქეთში გამართული სამართლის საერთაშორისო სამიტის შედეგები შეაჯამა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა. მონაწილეობა მიიღეს 50-მდე ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა, მოსამართლეებმა, ადვოკატებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობისთვის. თურქეთში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანეთის იუსტიციის მინისტრთან და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

მსგავსი