სამართლის საერთაშორისო სამიტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ქალაქ სტამბოლში სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს. პაატა სალიამ მისასალმებელ სიტყვაში სამართლის უზენაესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობის ზრდას და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. პაატა სალიამ სამიტის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციას. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, პაატა სალია თურქეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრებთან გამართავს შეხვედრებს.