„სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგი

წინასაარჩევნო აქტივობები და გარემო არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის ქვეშაა. არჩევნების წინა პერიოდი ამჯერად „სამართლიანი არჩევნების“ მეხუთე შუალედურ ანგარიშში შეფასდა. დასკვნაში მოხვდა ზეწოლის, დაშინების, მუქარ-მოსყიდვისა და ძალადობის შემთხვევები, რომლებიც როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდება. ანგარიშის შინაარსმა საარჩევნო მარათონში ჩართულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთბრალდებები კიდევ უფრო გაამწვავა.