სამართლიანი არჩევნების განცხადება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა საარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტის მიხედვით მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო პირველ ტურთან შედარებით უფრო მეტი პოლარიზებით და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება. ადგილი აქვს ფართოდ გავრცელებულ ზეწოლა-მუქარის  ფაქტებს.

არჩევნების შუალედურ ანგარიშს მმართველი გუნდი ეხმაურება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საარჩევნო კამპანია ნეგატიურ ფონზე მიმდინარეობს  და მას „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს.