„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების მიმდინარეობის პროცესს აფასებს. მიხეილ ბენიძის თქმით, რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს მათი 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი და 10 მობილური ჯგუფი აკვირდება. მიხეილ ბენიძის განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლა და მუშაობა შეუზღუდავად შეუძლიათ.

უბნების უმრავლესობაში უბნის გახსნა და კენჭისყრის პროცედურები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რიგ საარჩევნო უბნებზე  დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები.

ზუგდიდისა და მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას. ამ ეტაპზე დარღვევების რაოდენობის სიმრავლით გამოირჩევა მარნეულის 68-ე უბანი, სადაც დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის გარდა დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები.