„სამართლიანი არჩევნების“ ბრიფინგი

„სამართლიანი არჩევნები“ ცესკო-დან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს. როგორც ისფედ-ში ამბობენ, 2024 წლის 16 დეკემბერს, ცესკო-ს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ცესკო-ში რეორგანიზაცია დაიწყო და 6 პირი გაათავისუფლეს. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა, სწორედ ამიტომ, მათ უფლებებს დაიცავენ. გათავისუფლებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრები პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო მათი ნაწილისთვის დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზი. მათივე განცხადებით, გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინი, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები.