სამართლებრივი და პოლიტიკური რეგულაციები Meta-ს წინააღმდეგ
სოციალური ქსელების ნეგატიური გავლენა არასრულწლოვნების ფსიქიკაზე – თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე მსჯელობა სასამართლოში ინაცვლებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ოთხ შტატში კომპანია „მეტას“ მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მავნე და საზიანო აპლიკაციების შექმნაში და მომხმარებლების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ მოზარდების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაზე მიუთითებს ტექნოლოგიური კომპანია, რომლის მიმართ პრეტენზიები ევროკავშირშიც აქვთ. ევროპის რამდენიმე ქვეყანა არასრულწლოვნებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვის საკითხს აქტიურად განიხილავს, ასეთი შემზღუდავი ზომები უკვე აამოქმედა ავსტრალიამ. ახლა ყველა აშშ-ის სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება. გადაწყვეტილებამდე სპეციალისტები ონლაინ-პლატფორმებზე მოზარდების მზარდი დამოკიდებულების საპასუხოდ რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ.