სამართალდამცველებმა ორ კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაახლოებით ორ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.  გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოტანა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.