სამარშუტო ბილიკი ტურისტებისთვის

ტურისტებისთვის კიდევ ერთი სამარშუტო ბილიკი კეთილმოეწყო.

დაბა კოჯორში აზეულას ციხესიმაგრე და მიმდებარე ტერიტორია განათდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ციხესიმაგრის მხატვრული განათება, ასევე, განახლდა იუნკერთა სახელობის სკვერი და მოწესრიგდა მისასვლელი გზები.