სამარშრუტო ტაქსების ტარიფი

გაიზრდება თუ არა მგზავრობის საფასური რუსთავი-თბილისის მიმართულებით. 50-თეთრიან სხვაობას სამარშრუტო ტაქსების მძღოლები პირად საუბრებში აანონსებენ. მფლობელ კომპანიაში განმარტავენ, რომ მგზავრობის ღირებულების 2 ლარამდე მატება საწვავის ფასმა გამოიწვია, რისი დამადასტურებელი დასკვნაც წარადგინეს შესაბამის უწყებაში.

რუსთავის მერიაში კი კონტრაქტორ კომპანიას, შეუსრულებელ ვალდებულებებს ახსენებენ და აცხადებენ, რომ ფასის დადგენა მხოლოდ საწვავით არ რეგულირდება. მიუხედავად გაფრთხილებისა, გასათვალისწინებელია, რომ მძღოლების მიერ თვითნებურად საფასურის მომატების პრაქტიკა არსებობს.