სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების აქცია ბათუმში

ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა, რომლებიც ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრაობენ,  აქცია გამართეს და მგზავრობის საფასურის 70 თეთრამდე გაზრდა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობასთან დაკავშირებით შემოღებული რეგულაციების გამო, მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხარჯი კი გაიზარდა. დამატებითი თანხები მიკროავტობუსებში ლუქის დამაგრებასა და ღია ფანჯრების მოწყობასაც დასჭირდა.

ადგილზე ბათუმის მერიის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მათ ვადა ხუთშაბათამდე მისცეს და თუ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ არ იქნება მიღებული, აქციას განაახლებენ. ხელვაჩაურის მიმართულებით ამ დროისთვის მხოლოდ ავტობუსები გადაადგილდება.

 

დატოვე კომენტარი