სამანტა პაუერის განცხადება - გამოხმაურება

ინტერნეტსივრცეში USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის სავარაუდო ჩანაწერი ვრცელდება, სადაც ის რუს პრანკერებს ესაუბრება. „ჩვენ მოლდოვაში უპრეცედენტო რაოდენობის ფული გავგზავნეთ: სანდუს რეჟიმში ათობით მილიონი დოლარი ჩაიდო“, – აცხადებს პაუერი. მისივე თქმით, ეს თანხები კიშინიოვში უფრო დიდი ხანი იგზავნებოდა, ვიდრე კიევში. ამავე ჩანაწერის მიხედვით, USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფულადი ნაკადი შეჩერდა. USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, ახლა უკვე მაკრონმა და ფონ დერ ლაიენმა უნდა იმუშაონ აქტიურად.

ამ თემაზე შეფასება კეთდება მმართველ გუნდში.