სამაგისტრო გამოცდები 

საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო.

გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, საგამოცდო ოთახებში აპლიკანტებისთვის სამუშაო მაგიდები შესაბამისი დისტანციის დაცვით განალაგეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს მუშაობის პროცესში პირბადის მოხსნის უფლება აქვთ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ აუდიტორიაში გაგრილების სისტემის ჩართვა გახდება აუცილებელი, მათ პირბადე უნდა გაიკეთონ.