სალოტბარო სკოლების ფესტივალი დასრულდა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საქართველოს სალოტბარო სკოლების ფესტივალი გალა-კონცერტით დაიხურა. საღამო ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში სხვადასხვა რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა. შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები.