სალოტბარო სკოლების ფესტივალი 

21:56, 10.11.2025

სხვადასხვა კუთხის ქორეოგრაფიული და მუსიკალური ტრადიციები ერთ სცენაზე, უძველესი ჩანაწერები, ხალხური მუსიკის უნიკალური ნიმუშები – სალოტბარო სკოლების ფესტივალი იწყება.

ფოლკლორის ცენტრი 45 სკოლის შემოქმედებას მრავალფეროვანი პროგრამით წარმოადგენს. ღონისძიებას შემეცნებითი დატვირთვაც აქვს. მიზანი ახალგაზრდა თაობაში ხალხური კულტურის უფრო მეტად გაცნობა და ქართული ფოლკლორის შესახებ ცოდნის გაღრმავებაა.

მსგავსი