სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები შეაჯამა

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები შეაჯამა. პრეზიდენტი კმაყოფილია ორი ქვეყნის მეთაურებთან შეხვედრით.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ საფრანგეთი ჩვენს ქვეყნას მხარდაჭერას უდასტურებს. რაც ეხება გერმანიას, პრეზიდენტი განმარტავს, რომ ურთიერთობების გაღრმავება დიდწილად საქართველოზეა დამოკიდებული.

შეგახსნებთ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა.