სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებს უმასპინძლა

პოლიტიკური ლიდერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებს უმასპინძლა. მიღება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. სავარაუდოდ, საუბრის ერთ-ერთი თემა სალომე ზურაბიშვილის ის ინიციატივა იყო, რომელიც მთელი საზოგადოების ჩართულობით ეროვნული თანხმობის და შერიგების პროცესის დაწყებას ეხება. მიღებაზე იმყოფებოდა აშშ-ის ელჩიც.

დატოვე კომენტარი