სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას კენჭს უყრიან დღეს პარლამენტში

12:02, 22.12.2018

სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას კენჭს უყრიან დღეს პარლამენტში. პროცესი რიგგარეშე სხდომაზე წარიმართება. შესაბამისი დადგენილება გუშინდელ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა წარადგინა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ამასთან, საკანონმდებლო ორგანო დღეიდან საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს, რადგან საშემოდგომო სესია გუშინ სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურა.

 

მსგავსი