სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის აუდიენციის ამსახველ ვიდეომასალას ევროპული საბჭოს პრეს-სამსახური ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაემგზავრა, სადაც ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის, 67-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.