სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები

რა ეტაპზეა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტსა და ოპოზიციურ სპექტრს შორის კონსულტაციები: დეკემბრის ბოლოს ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრების შემდეგ, საკოორდინაციო საბჭოს ფორმირება და ერთობლივი დოკუმენტის გამოქვეყნება დაანონსდა, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პირობები და წესები უნდა იყოს გაწერილი. სწორედ ამ გეგმაში იქნება წარმოდგენილი, რა გზებითა და ფორმით ესახებათ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს ხელახალი არჩევნების მიღწევა და მისი ჩატარება.

29 დეკემბერს, ანუ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის დღეს, სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის გაძლიერებასა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებსაც დაჰპირდა.

რა როლი ექნება ყოფილ სახელმწიფო მეთაურს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში და როდის გახდება ცნობილი ერთობლივი სამოქმედო სტრატეგია, ანა ბროლაძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს.