სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები

როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები – ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და პრეზიდენტს შორის მსჯელობა გრძელდება. შეხვედრები დღესაც გაიმართება. საუბარია სამართლებრივი დოკუმენტის შექმნასა და სპეციალური საბჭოს ჩამოყალიბებაზე. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ახალი არჩევნები პარლამენტის დათხოვნის შემდეგ შეიძლება ჩაინიშნოს. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ვერ მოხდება.

თათია ტაბეშაძე დეტალებით.