სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საფრანგეთში

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს გადასცა. ეროვნული გმირის წოდება დიმიტრი ამილახვარს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის. ამასთან, სალომე ზურაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

კიდევ რა ღონისძიებებია დაგეგმილი პრეზიდენტის სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, – ნოდარ ჩაჩუა საფრანგეთიდან ისაუბრებს.