სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი რუმინეთში

სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველო-რუმინეთს შორის – დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტებმა მოაწერეს. მემორანდუმი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა რუმინელ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა უკვე გაიმართა.

განხილული საკითხები კი ერთობლივ ბრიფინგზე შეაჯამეს.