გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მესამე დღეს სალომე ზურაბიშვილი ორ პანელურ დისკუსიას დაესწრება და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერებს შეხვდება. მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილია პანელური დისკუსია სახელწოდებით „რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა ევროპაში”. დღესვე შედგება პანელი „უსაფრთხოების სერია“, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დისკუსიაში მონაწილეობას მწერალთან და პუბლიცისტ, ენ ეპლ-ბაუმთან ერთად მიიღებს. მიუნხენში დაგეგმილია ექსპრეზიდენტის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც.