„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფორმატში, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელა, მათ შორის რეპრესიებსა და ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პლატფორმის ფორმატში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.