სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამომრჩეველს ნინოწმინდაში შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ მიმართვაში ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის საჭიროა პირმა ქართული ენა  და საქართველოს ისტორია იცოდეს.

საუბარი ასევე შეეხო სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარებას. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  ნინოწმინდის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მათ პრობლემებს და გზავნილებს ხელისუფლებასთან მიიტანს.