სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ამომრჩევლებთან

ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

კანდიდატი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებზე ზურაბიშვილმა უმცირესობების როლის გაძლიერებაზე და მათ უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე ისაუბრა, ასევე ამ კუთხით ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობას და მნიშვნელობას. ზურაბიშვილმა ნარკოტიკებისგან ახალგაზრდების დაცვასა და მათ მხარდაჭერაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ის მარიხუანის ლეგალიზების მოწინააღმდეგეა. ბოლნისში შეხვედრის დასრულებისას, ადამიანების ერთმა ჯგუფმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. მათ სალომე ზურაბიშვილის მიერ ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს და მისი კანდიდატურის მოხსნა მოითხოვეს.