სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შტაბის გახსნას პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.