სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები

აქტუალობას არ კარგავს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები.

ბოლოდროინდელი აქტივობები და განცხადებები სულ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ მოქმედი პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. მან ბოლო ინტერვიუში საარჩევნო პროცესებში ჩართვა თავადაც არ გამორიცხა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ვის მოიაზრებს სახელმწიფოს მეთაური მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებად და იქნებიან თუ არა მათ შორის ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც, წინა წლებისგან გასხვავებით, პრეზიდენტის მიმართ ტონს ყოველდღიურად არბილებენ და ცალკეული გადაწყვეტილებების გამო აქებენ კიდეც. შეცვლილი დამოკიდებულების დემონსტრირება კიდევ უფრო მკაფიოდ გუშინდელ მიღებაზე მოხდა, როცა სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად დაწყებული კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა. ათონელის სასახლეში გამართულ მიღებაზე ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.