დიპკორპუსის წარმომადგენლების განცხადება

სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაჟღერებულ მუქარას ეხმაურებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საფრანგეთის ელჩი  იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი პოლიტიკოსები უახლოეს მომავალში დაუბრუნდებიან რეალობას და ბრძოლა იქნება იდეებისთვის, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და არა ერთმანეთის მიმართ. იტალიის ელჩის მოსაზრებით კი, კანდიდატებმა ერთმანეთთან სიძულვილის ენით არ უნდა ისაუბრონ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  უკვე დაიწყო  კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით.