სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ „ვაშინგტონ პოსტთან“

„ამერიკაში ჩემი ვიზიტი გზავნილია, რომ არ დაივიწყონ საქართველო“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში. „მოსკოვი თუ ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომ მისი ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანოს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა საუბრისას. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული მიღების პროცედურა უფრო პოლიტიკური მიდგომაა, ვიდრე ბიუროკრატიული. პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე მისთვის ცნობილი არ არის კონკრეტულად რა სახის წევრობა იგულისხმება, ან როდის მოხდება ეს. წამყვანმა პრეზიდენტს ჰკითხა რა სახის დახმარების თხოვნით მიმართა ბაიდენის ადმინისტრაციას.