სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ - შეფასებები

ორი დღეა „ქართული ოცნების“ მხრიდან ასევე კრიტიკის თემაა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, ფრანგული ტელევიზიის, LCI-ის წამყვანის საპასუხოდ, რომელმაც თავის კითხვაში ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთ სიბრტყეში დააყენა, პრეზიდენტს კი ეს არ გაუმიჯნავს. ეს კი მას შემდეგ, რაც წელს საქართველო – ჩინეთის ურთიერთობები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მეთაურმა, ქვეყნისათვის ეს მნიშვნელოვანი პარტნიორობა საფრთხის ქვეშ დააყენა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის დამოკიდებულება, მისი პირადი მოსაზრებაა და სახელმწიფოს პოზიციად არ უნდა იყოს აღქმული.