სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ „პოლიტიკოსთან“

არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოს“ ევროპულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანია საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოება, რაშიც მას წარსულში მიღებული გამოცდილება დაეხმარება.

„პოლიტიკოს“ შეფასებით, ზურაბიშვილი ხშირად ხისტია, მაგრამ ის დიპლომატიას აფასებს.

როგორც „პოლიტიკოსთან“ საუბარში ზურაბიშვილი აცხადებს, ის და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-საფრანგეთის დიალოგის დროს საქართველოს აუცილებლად ახსენებენ, თუმცა „წარმატების გარანტიას დღეს ვერავინ იძლევა“.

ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ საფრანგეთი საქართველოს მთავარი პარტნიორია. მისივე თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ „საფრანგეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოწადინებულია გააგრძელოს ევროპული პროექტი“.

„პოლიტიკოს“ შეფასებით, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ზურაბიშვილის ხედვას და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალი გვერდიდან დაწყების შესახებ განაცხადა.