სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ „ფრანს 24“-თან

რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში. პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება მოტივაციაა, რომ საქართველო იზოლირებული არ დარჩეს დანარჩენი მსოფლიოსგან. მან ყურადღება გაამახვილა 2024 წლის არჩევნებზე და თქვა, რომ შესაძლოა, საქართველოში კოალიციური მთავრობა შეიქმნას.