სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ „ფრანს 24“-ს

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი ინტერვიუ „ფრანს 24“-ს მისცა, სადაც მან საქართველოს ევროპული მომავლისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის დასავლეთიდან არავის უთხოვია, ეროვნულ დონეზე შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანა სანქციებში ჩაერთო და ზურაბიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, ეს ხმამაღლა ითქვას.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი თავს ჯერ საქართველოს დაესხა, შემდეგ კი – უკრაინას. ჟურნალისტის შეკითხვაზე კი, ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ის თანამდებობაზე მმართველი პარტიის მხარდაჭერით მოხვდა, თუმცა, ხალხი მას ახლა ქვეყნის მომავალ ევროპელ ლიდერად ხედავს, რომელიც საქართველოს ევროპაში მიუძღვება.