სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ "ევრონიუსთან"

 „ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ათ ქალ პრეზიდენტს შორის ყოფნა, რაც საქართველოს მსოფლიოში მნიშვნელობას შესძენს“ – ეს განცხადება  საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ევრონიუსთან ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო პერიოდში ძალადობრივ პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტად ქალის არჩევა ქვეყნის შიგნით შერიგებისთვის არის მნიშვნელოვანი.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მიზანია, იყოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებზე მაღლა დადგება და არ წარმოშობს დაპირისპირებას.