სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის შესახებ, „ფრანს 24“-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუარონ, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომელთა შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც მოსალოდნელია ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება,“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მას ასევე ჰკითხეს, შეიწყალებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილს მისი მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ შექმნილი სიტუაცია საქართველოს იმიჯს აზიანებს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვითარების გამოსასწორებლად არაერთ ქმედებას ახორციელებს და მიაჩნია, რომ შეწყალება ან არშეწყალება ზიანს რეალურად არ ცვლის.

 პრეზიდენტის განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.