სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა

სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალი პარტიების ჩამოყალიბების ინიციატივას ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. ნაწილი თვლის, რომ ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა დემოკრატიული პროცესების თანმდევია. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ერთი და იმავე პოლიტიკოსების სხვადასხვა სახელის ქვეშ გაერთიანება შედეგიანი ვერ იქნება.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ არსებულ ოპოზიციურ ძალებს ყოფილი პრეზიდენტი აღარ სჭირდებათ და ზურაბიშვილს თავისი პარტიის შექმნა დასჭირდა. ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.