ახალი პარტიების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პოლიტიკური მსჯელობის საგანია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ოპოზიციონერი ლიდერები პასუხობენ და თამაშის ახალი წესების შექმნაზე საუბრობენ. თუმცა, რა იგულისხმება ამ წესებში, ხელისუფლების ოპონენტები არ აკონკრეტებენ.
ცნობისთვის, ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.