საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზიტით ლატვიაში იმყოფება, ამ წუთებში ის ქვეყნის პრეზიდენტს ხვდება. მანამდე კი მის მიერ ლიეტუვაში გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. სალომე ზურაბიშვილის გზავნილებით კმაყოფილია ოპოზიცია და აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტთან მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებიან. მმართველ გუნდში კი ლიეტუვას სეიმში ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას დესტრუქციის მორიგ გამოვლინებას უწოდებენ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო ვიზიტები სწორედ ვილნიუსიდან დაიწყო. ხელახალი არჩევნების მისაღწევად ექსპრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებისგან უფრო მეტი მხარდაჭერა ითხოვა, საქართველოში არსებული ვითარება კი რუსული რეპრესიებით დაახასიათა.