არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება.
„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც 300 წევრიანი კოლეგიიდან 224 ხმა მიიღო, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალ წლამდე ორი დღით ადრე უნდა შეუდგეს, თუმცა თუ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს დავეყრდნობით, მანამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ განვითარდება პროცესები იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია და მოქმედი პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს არალეგიტიმურად აცხადებს. ცნობილია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს. კითხვებს აჩენს რობერტა მეცოლას გადაწყვეტილებაც, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვია. ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიწვევა ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ დასავლეთისთვის ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება. „ქართულ ოცნებაში“ კი დარწმუნებული არიან, რომ მიწვევა მანიპულაციია და უფლებამოსილების გადაბარება გართულებების გარეშე ჩაივლის.
როგორ განვითარდება პროცესები – ეს სწორედ დეკემბრის ბოლოს გაირკვევა.