სალომე ზურაბიშვილის გეგმა

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. დახურულ შეხვედრაზე, როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მათ ის სამოქმედო დოკუმენტი გააცნო, რომელსაც ხვალინდელ აქციაზე გაასაჯაროებს. მათივე თქმით, დოკუმენტი ასახავს – დასავლეთთან ურთიერთობის გამყარების, ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების სამოქმედო გეგმას, დაგეგმილია ასევე ზრუნვის ჯგუფების შექმნა. სხვა დეტალებზე ლიდერები არ საუბრობენ. ეს ოპოზიციასთან ზურაბიშვილის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაბრუნდა, სადაც ლიდერებს შეხვდა.