სალომე ზურაბიშვილის გეგმა 26 მაისს

იქცევა თუ არა ქვეყნის გამაერთიანებელი თარიღი მორიგი პოლიტიკური დაპირისპირების და ვნებათაღელვის მიზეზად – 26 მაისის მოახლოებასთან ერთად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული გეგმები პოლიტიკურ დღის წესრიგში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის განცხადების შემდეგ.

წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატში სალომე ზურბიშვილს უკვე დაანონსებული აქვს, რომ ისტორიული დღის აღსანიშნავად ემზადება და შესაბამისი საორგანიზაციო კომიტეტიც აქვს შექმნილი. ახლა მთავარი კითხვაა, რა იგულისხმება სახალხო ზეიმის მოწყობაში და 26 მაისის ჩაბარებაში, რამაც არაერთგვაროვანი რეაქციები ოპოზიციურ სპექტრშიც გამოიწვია. ხელისუფლება ექს-პრეზიდენტს აფრთხილებს – 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მმართველი გუნდი პროვოკაციას არ გამორიცხავს.