სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პარლამენტში გამოეხმაურნენ

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პარლამენტში გამოეხმაურნენ. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალების აქტმა პრეზიდენტისა და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული, როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი